ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის..
ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ და ადგილო..
ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა ..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა
ცენტრალური საარჩევნო კომისია, არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების შესწავლის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით იმიტირებული კენჭისყრის პროცედურებს ატარებს, რომელიც ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
იმიტირებული არჩევნებისთვის ერთ - ერთი საუბნო კომისია ზესტაფონის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნა.
იმიტირებულ არჩევნებში, კენჭისყრის პროცედურებში მონაწილეობას ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იღებდნენ
როგორც მათ აღნიშნეს, იმიტირებულ არჩევნებში კენჭისყრის პროცესი გაუადვილებს ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება საქართველოში.