ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზესტაფონში ..
2025-06-01
31 მაისს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშ..
2025-05-31
ერთად ვუგულშემატკივროთ წლის საფეხბურთო დაპირი..
2025-05-31
ზესტაფონში უკვე მერვედ ჯემალ მახათაძის სახელობის ტურნირი გაიხსნა ჭადრაკში
ზესტაფონის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით "ჯემალ მახათაძის მემორიალი 2024" გაიხსნა.
ტურნირი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც 100 - ზე მეტი მონაწილე ასპარეზობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ჩემპიონატზე დაწესებულია ფულადი პრიზები, სიგელები და მედლები.
ჯემალ მახათაძე ზესტაფონის საჭადრაკო სკოლის დამსახურებული პედაგოგი გახლდათ, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა მომავალი თაობების აღზრდას. ჯემალ მახათაძის სახელს არაერთი საჭადრაკო კომპოზიცია ეკუთვნის.