ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

28 - 29 სექტემბერს ზესტაფონში 2024 წლის საქართველოს თასის სარეიტინგო ეტაპი გაიმართება კომპაკ სპორტინგში

28 - 29 სექტემბერს ზესტაფონში 2024 წლის საქართველოს თასის სარეიტინგო ეტაპი გაიმართება კომპაკ სპორტინგში ტურნირს ორგანიზებას უწევს ზესტაფონის სროლის მოყვარულთა კლუბი და საქართველოს სპორტინგის ფედერაცია. ტურნირის გენერალური სპონსორია ქ.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია. ტურნირი ჩატარდება ოთხ : A, B, C და D(ადგილობრივი მოყვარულები) კატეგორიებში. (საქართველოს ფედერაციის მსროლელთა რეიტინგის მიხედვით). თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდებიან გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებიც დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, სიგელებით და ყველა კატეგორიაში მიიღებენ: 1 ადგილი: 1500 ლარიანი ვაუჩერს ( მაღაზია "გლობალ არმს"- ში მის: ქ.თბილისი, დ.გამრეკელის 21, + 500 ლარს; 2 ადგილი: 300 ლ; 3 ადგილი 200 ლ. პარალელურად ადგილობრივებს შორის (D კლასში) გათამაშდება ბადრი ბურჯანაძის სახელობის თასი. ტურნირის ჩატარების დრო და ადგილი : ტურნირი ჩატარდება 2024 წლის 28 და 29 სექტემბერს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. შეჯიბრი ჩატარდება საერთაშორისო სპორტინგის ფედერაციის -FITASC - ის COMPAK SPORTING -ის წესებით რეგისტრაცია შესაძლებელია 25 სექტემბრის 21:00 სთ-მდე. ყველა მონაწილე (გარდა D კლასისა) ვალდებულია თან იქონიოს საკმარისი რაოდენობის ვაზნები, #9.5 დან #7 მდე, საფანტის წონა არ უნდა აღემატებოდეს 28 გრამს. ტურნირში მონაწილეობა თავისუფალია. აქვე შეგახსენებთ, რომ სარეიტინგო ჩათვლაში მონაწილეობის მიღება შეუძლებათ მხოლოდ საქართველოს სპორტინგის ფედერაციის წევრებს, რომელთაც მიმდინარე წლის საწევრო გადასახადი აქვთ დაფარული. ტურნირის მიზნები და ამოცანები: სპორტის ამ სახეობის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია მოსახლეობის ფართო ფენებში, მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლება. ახალგაზრდებისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩვენება და მათში ტალანტების მოძიება, საქართველოს თასის ფინალისტების გამოვლენა. ტურნირში მონაწილეობა: ტურნირიში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინდივდულურ მსროლელებს. ტურნირი რეგლამენტი: 1. ტურნირის ჩატარების დრო: 2024 წლის 28 და 29 სექტემბერი. 2. მონაწილეთათვის სანომრე ნიშნების გაცემა 28.09.2024 წ. 09:00 დან 9:30სთ-მდე. 3. ტურნირის გახსნის და მისალმების საზეიმო სიტყვა, 9:35 დან 9:45 მდე. 5. ტურნირის პირველი დღე დაიწყება 28.09.2024 წ. 10:00 სთ-ზე (50 სამიზნე) 6. ტურნირის მეორე დღე დაიწყება 29.09.2024 წ. 10.00 სთ-ზე. (50 სამიზნე და გადასროლები) 9. პრიზიორების დაჯილდოვება 29. 09.2024 წ 17:00 სთ-დან ტურნირის წესები: ტურნირი შედგება 4 სერიისგან (100 სამიზნე თეფში). თითოეული სერია მოიცავს 25 სამიზნე თეფშს: 1. 3 ცალს და 1 წყვილ სასიგნალოს. 2. 3 ცალს და ერთი ერთდროულ წყვილს. 3. 1 ცალს და 2 სასიგნალო წყვილს. 4. 1 ცალს და 2 ერთდროულ წყვილს. ადგილობრივები გაივრიან 3 სერიას (მიიღებენ 75 სამიზნეს) პირველი 3 პროგრამით. შემდეგ 6 საუკეთესო მონაწილე გადავა ფინალში და შედეგები განულდება. ფინალში იქნება ერთი სერია (25 სამიზნე) 1 ცალი და 2 ერთდროულ წყვილით. სადაც საუკეთესო შედეგის მქონე გახდება გამარჯვებული. ერთეულ სამიზნე თეფშზე მონაწილეს შეუძლია მოახდინოს 2 გასროლა. ნებისმიერი ორმაგის შემთხვევაში მონაწილემ უნდა მოახდინოს თითო სამიზნეზე თითო გასროლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაეთვლება აცილებად. სამიზნე გატეხილად ითვლება თუ მას მოტყდა თუნდაც თვალით შესამჩნევი ნაწილი. ტრაექტორიის შეცვლის ან მხოლოდ ბოლის ადენის შემთხვევაში ითვლება აცილება. სასიგნალო წყვილის დროს - წყვილ სამიზნე თეფშზე სროლისას, თუ პირველი გასროლის შემდეგ გამოვიდა გატეხილი თეფში, ინიშნება იგივეს გადასროლა ორივე გასროლით, და პირველი სროლის შედეგირჩება უცვლელი, მიუხედავად იმისა რა შედეგი ჰქონდა მონაწილეს გადასროლის დროს. ერთდროული დუპლეტის დროს - წყვილ სამიზნე თეფშზე სროლისას, თუ ერთერთი გამოვიდა გატეხილი თეფში, ინიშნება გადასროლა, წინა ნასროლი შედეგი ანულირდება. აკრძალულია სხვის თეფშებზე თოფის დამიზნება. მსროლელის მიერ თეფშის არ მიღება ჩაითვლება აცილებად, თუ მასჯმა ტრაექტორია ჩათვალა სწორად. ტრაექტორიის სისწორეს წყვიტავს მხოლოდ მსაჯი. თოფის არგავარდნის შემთხვევაში, მინაწილე ვალდებულია დაელოდოს მსაჯს და არ განახორციელოს არანაირი მანიპულაცია თოფზე ( თოფი უნდა ეჭიროს სროლის ზონაში მიმართული ლულებით ) მსაჯი განსაზღვრავს არგასროლის მიზეზს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მსროლელის მიერ თოფზე ნებისმიერი მანიპულირების შემთხვევაში - ჩაითვლება აცილება. წყვილ სამიზნე თეფშზე სროლისას თუ მონაწილე ორივე ვაზნას ესვრის ერთ სამიზნეს ჩაეთვლება ორივე აცილებად. სასიგნალო წყვილისას - ერთი გასროლით ორივე თეფშის გატეხვისას, პირველ თეფშზე შედეგი ითვლება და ინიშნება გადასროლა. ერთდროული დუპლეტისას - ერთი გასროლით ორივე თეფშის გატეხვისას, შედეგი ანულირდება, ინიშნება გადასროლა. მეორედაც იგივე, ხოლო მესამედ ორივეს გატეხვის შემთხვევაში ჩაითვლება ორივე თეფში აცილებულად. თოფის დამცველზე ყოფნის გამო თუ არ მოხდა სამიზნეზე გასროლა პირველივე შემთხვევაზე: ერთეული სამიზნე ჩაითვლება აცილებად, წყვილ სამიზნეზე სასიგნალო წყვილისას – პირველი თეფში ჩაითვლება აცილებად და ინიშნება გადასროლა, ხოლო ერთდროული წყვილის შემთხვევაში – ჩაითვლება ორივე თეფში აცილებულად. თითოეულ სერიაში: თოფის გაუმართაობის ან ვაზნის გამო არგასროლა - პირველი შემთხვევა იქნება გაფრთხილება, ამდაგვარის მეორედ განმეორების შემთხვევაში – ჩაითვლება აცილება, წესებში არსებული ცხრილის მიხედვით. პირველი 3 ადგილის გამოსავლენად ერთნაირი შედეგების შემთხვევაში დაინიშნება გადასროლა, რომელიც მოიცავს ერთ სერიას (25 თეფშს) ერთდროული წყვილებით, აქაც თანაფარდობის შემთხვევაში - გადასროლა მოხდება პირველ აცილებამდე პროგრამის მიხედვით პირველი პოზიციიდან თათმიმდევრობით. დამატებითი პირობები თოფის მაქსიმალური ყალიბი შეზღუდულია და არის 12. ყველა მონაწილე ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების წესები: სასროლეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას: ორლულიანის შემთხვევაში- თოფი უნდა იყოს გადახსნილი ხოლო ნახევრადავტომატური - გადახსნილი სავაზნეს ჩამკეტით. მსროლელს სავალდებულოა ეკეთოს თვალის და სმენის დამცავი საშუალებები და რიგითი ნომერი ბეჭებს შორის ზურგზე. ასევე დაუშვებელია სანდალის ტიპის ან ღია ფეხსაცმელის ჩაცმა. წინააღმდეგ შემთხვევაში მსროლელი არ დაიშვება. ერთი გაფრთხილების შემდგომ, უსაფრთხოების წესების კვლავ დარღვეის შემთვევაში მსროლელი მოიხსნება შეჯიბრიდან. იჩქარეთ!!! მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია 70 მსროლელით.