ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

"ზესტაფონობა 2024 " - ის საიუბილეო დღეებისადმი მიძღვნილ კვირეულს მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანებაც შეუერთდა.

მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში საქვეყნოდ ცნობილი ექიმის, საქართველოს ერთიანობისთვის თავშეწირული გმირის, გია აბესაძის ხსოვნის საღამო გაიმართა.

მუზეუმში შეკრებილი საზოგადოება იხსენებდა ადამიანს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს სამსხვერპლოზე უყოყმანოდ მიიტანა. ღონისძიებას გია აბესაძის ოჯახის წევრებთან, მეგობრებსა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი.

გია აბესაძემ 1991 წლის 21 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე თავი დაიწვა სამოქალაქო დაპირისპირების პროტესტის ნიშნად. მისი დაკრძალვის დღე პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა. გია აბესაძის სახელი მიენიჭა ისტორიულ ქუჩას თბილისში.
"თუ საქართველოს გაერთიანებას მსხვერპლი სჭირდება, დე, მე ვიყო, ოღონდ უკანასკნელი" წერია მის დანატოვარ ბარათში.

გასულ წელს, "ზესტაფონქალაქობის" დღესაწაულზე აღმაშენებლის ქუჩაზე საზეიმოდ გაიხსნა გია აბესაძის სახელობის სკვერი