ზესტაფონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწ..
2025-03-03
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით დაზარა..
2025-03-02
დიდთოვლობას უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან ზესტაფონშ..
2025-03-02
ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის დაბადებიდან 150 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ცხრაწყაროს თეატრონზე მუნიციპალიტეტის საბავშვო ვოკალური ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი გაიმართა.
ორსაათიანი საკონცერტო პროგრამით საზოგადოების წინაშე კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული ბავშვთა სიმღერის ანსამბლი "ჯავარდენი", ამავე ცენტრთან არსებული მოსწავლეთა ხალხური საკრავების სტუდიის, ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლის, ფოლკლორის ცენტრთან არსებული სალოტბარო სკოლის და დამოუკიდებელი მუსიკალური სტუდია "მელოდია" - ს წარმომადგენლები წარსდგნენ.
ღონისძიების მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - მალხაზ შერგელაშვილი მიესალმა, "ზესტაფონქალაქობის" დღესასწაული მიულოცა და მუნიციპალიტეტის სახელით კვირეულში მონაწილე ვოკალურ ანსამბლებს და ინდივიდუალურ შემსრულებლებს სამადლობელი სიგელები გადასცა.