ზესტაფონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწ..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით დაზარა..
დიდთოვლობას უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან ზესტაფონშ..
ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შროშის კერამიკულ სახელოსნოში შემეცნებითი ტური მოუწყო
ახალგაზრდებმა მასტერკლასები მეთუნეობის ტრადიციის გამგრძელებელთან გელა კოპაძესთან გაიარეს. იმერული თიხის ოსტატი, რომელიც 30 წელზე მეტია თიხისგან საყოფაცხოვრებო და მხატვრული კერამიკის ნაკეთობებს ამზადებს.
შემეცნებით ტურზე, შროშის კერამიკულ სახელოსნოში ახალგაზრდებთან ერთად ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე მალხაზ შერგელაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე იმყოფებოდნენ.
"ჩვენს მიერ ორგანიზებული ტურის მიზანია, ახალგაზრდებს გავაცნოთ ჩვენი ტრადიციები და ამავდროულად ის ადამიანები, რომლებიც ქართული კერამიკული ხელოვნების განვითარებას ემსახურებიან. ზესტაფონში ამ მხრივ გამორჩეულია სოფელი შროშა, სადაც შექმნილი ხალხური რეწვის ნიმუშები არა მარტო ჩვენი მუნიციპალიტეტის, არამედ რეგიონის ბრენდია" , - ვასილ გველესიანი