ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის..
2026-02-06
ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ და ადგილო..
2026-01-01
ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა ..
2026-01-01
კლდეეთი - ალავერდის დამაკავშირებელ გზას, რომლითაც 5 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით კლდეეთი - ალავერდის დამაკავშირებელ გზაზე პირველად განხორციელდა მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი. რეაბილიტირებული გზით 200 - ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.
მიმდინარე პროექტს მუნიციპალიტეტის მერი - ვასილ გველესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. როგორც ვასილ გველესიანმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული გზის მონაკვეთით ხარაგაულის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებაც არის შესაძლებელი.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიის დაკვეთით შპს "სანდრო" - მ განახორციელა. გზის რეკონსტრუქციაზე 660 214 ლარი დაიხარჯა.