ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, 2024 წლის 28 ნოემბერს მოსულმა თოვლმა და უხვმა ნალექმა, პრობლემები შექმნა ქალაქის უბნებსა და რიგ სოფლებში.



პრობლემური საკითხების გასაცნობად და სალიკვიდაციო სამუშაოების საწარმოებლად მუნიციპალიტეტის კეთილმოწყიბისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ადგილებზე იმყოფებოდნენ ზესტაფონის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები.

შემთხვევის ადგილებზე მობილიზებული იყო კეთილმოწყობის სამსახურის შესაბამისი ტექნიკა.

აღმაშენებელის ქუჩის დასასრულს (.. გვირაბი) არსებული, პრობლემური, ტერიტორია ამ დროისთვის უხვი ნალექისგან გათავისუფლებულია.

მერმა ასევე დაათვალიერა პირველი სვირის (ახალი დასახლება) დატბორილი ტერიტორიები, .. მოქალაქეთა საცხოვრებლები და სავარგულები და მოსახლეობას აცნობა, რომ იმუშავებენ არსებული არხების გაწმენდასა და მოჭარბებული ნალექის გამტარ უნარიანობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი პროექტის შემუშავებაზე.