ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზესტაფონში ..
2025-06-01
31 მაისს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშ..
2025-05-31
ერთად ვუგულშემატკივროთ წლის საფეხბურთო დაპირი..
2025-05-31
საქვეყნოდ აღიარებული ქართველი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, უშანგი ჩხეიძის დაბადებიდან 126 წლის იუბილეს ზესტაფონი კლასიკური დრამატურგიის ფესტივალით აღნიშნავს.
საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, მისივე სახელობის სახლ - მუზეუმში, მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით, ტრადიციული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას ტაბაკინის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც იღებდნენ.
უშანგი ჩხეიძის სახლ- მუზეუმში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ხელოვნებათმცოდნეები და კრიტიკოსები შეიკრიბნენ. გაიხსენეს უშანგი ჩხეიძის შემოქმედებითი , ცხოვრების გზა, რომელიც თანაბარი წარმატებით აერთიანებს დიდი ხელოვანის მიერ განსახიერებულ ტრაგიკულ და კომიკურ როლებს.
უშანგი ჩხეიძე 1953 წელს გარდაიცვალა. 1999 წელს მისი ნეშტი დიდუბის პანთეინიდან, მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს