ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზესტაფონში ..
31 მაისს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშ..
ერთად ვუგულშემატკივროთ წლის საფეხბურთო დაპირი..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეტლები დაურიგდათ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში 33 - მა შშმ პირმა გადასაადგილებელი ეტლი მიიღო.
ეტლების დარიგების პროცესს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი, მერის მოადგილე - მალხაზ შერგელაშვილი, ასოციაციის თავმჯდომარე მაია კვეზერელი, საორგანიზაციო მდივანი - ქეთევან გოგელია, ასევე დონორი ორგანიზაციის LDS - ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მადლობა გადსუხადეს ორგანიზაციას აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
საერთასორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ 32 წელზე მეტია არსებობს. ასოციაცია სხვადასხვა მიმართულების პროექტებს ახორციელებს, მათ შორისაა შშმ პირებისთვის ეტლების გადაცემის პროგრამა.
LDS - ის წარმომადგენლებმა, რომლის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება სოციალური პროექტი, ოთხ პირს სახლში მიუტანეს დამხმარე მოწყობილობა, რომლის შერჩევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული მომხმარებელთა ინდივიდუალური საჭიროებები. დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ორგანიზაზაციის წარმომადგენლებმა მე - 8 საბავშვო ბაღს წიგნები და სათამაშოები გადასცეს საჩუქრად.