ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის..
2026-02-06
ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ და ადგილო..
2026-01-01
ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა ..
2026-01-01
ზესტაფონის სპორტის სასახლე 16 წლამდელ გოგონათა A ლიგის შეხვედრებს მასპინძლობს კალათბურთში.
მიმდინარე გათამაშების პირველი ტური მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ - გამაჯანსაღებელ მუნიციპალურ ცენტრთან არსებულმა გოგონათა გუნდმა " მარგვეთმა" გახსნა - ხაშურის გოგონათა ნაკრების წინააღმდეგ. ასპარეზობა ადგილობრივებმა გამარჯვებით დაასრულეს 59 : 39 - ი. მეორე ტურში ,,მარგვეთმა'' ზუგდიდის გოგონათა ნაკრებს უმასპინძლა,შეხვედრა კი დათმო ანგარიშით 35 : 55
მიმდინარე შეხვედრებს ქალთა კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ადევნებდნენ თვალყურს. საკალათბურთო შეხვედრებს ესწრებოდა ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - კახა შენგელია.
შეხვედრებს ესწრებოდა ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვასილ გველესიანი.
21-22 დეკემბერს ზესტაფონი უმასპინძლებს 14 წლამდელ გოგონათა გუნდების შეხვედრებს კალათბურთში.