ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზესტაფონში ..
2025-06-01
31 მაისს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშ..
2025-05-31
ერთად ვუგულშემატკივროთ წლის საფეხბურთო დაპირი..
2025-05-31
ბოლო დღეების განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა რიგ სოფლებში სანიაღვრე არხების მწყობრიდან გამოსვლა და მიწის მასების ჩამოშლა გამოიწვია
მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის და ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად
საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის შტაბი, ასევე კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური, სპეციალური ტექნიკით.
ბოლო დღეების განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა რიგ სოფლებში სანიაღვრე არხების მწყობრიდან გამოსვლა და მიწის მასების ჩამოშლა გამოიწვია. დაიტბორა სახნავ - სათესი სავარგულები და გზები.
სტიქის სალიკვიდაციო სამუშაოებს სოფელ ცხრაწყაროსა და ქვედა საქარაში ადგილზე ეცნობოდა ზესტაფონის მერი -ვასილ გველესიანი. როგორც ის განმარტავს, - მუნიციპალური ტექნიკა მობილიზებულია და გააგრძელებს მუშაობას ყველა პრობლემურ მონაკვეთზე, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის შესამამისი სამსახურებიც.