ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონში აფხაზეთიდან დევნილ 170 - მდე ოჯახს საახალწლო ამანათები დაურიგდა



დევნილთა ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მდომარეობის შემსუბუქების მიზნით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წინასაახალწლო საქველმოქმედო აქცია განხორციელდა.

დევნილ მრავალშვილიან, ომის ვეტერანთა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო, საახალწლო ამანათები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ -ვახტანგ ყოლბაიამ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერთან -ვასილ გველესიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს.

აქციის ფარგლებში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელი გადაეცა ზესტაფონის მერს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ - ყოფითი პირობების გაუმჯობესების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.