ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში - ანსამბლ "ბერმუხას" 40 წლის იუბილე აღინიშნა.



"ბერმუხას" შემოქმედებითი ისტორია 1984 წლიდან იწყება, როგორც სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის . 1985 წლიდან კი "ბერმუხა" სამუსიკო ხელოვნებაში მკვიდრდება, როგორც სიმღერის ანსამბლი და მათ მუსიკაში გაერთიანებულია ლირიული და ქალაქური სიმღერები. ანსამბლის ხელმძღვანელი დაარსებიდან დღემდე გახლავთ ომარ გველესიანი.

ანსამბლის 40 წლიანი ისტორია არაერთ წარმატებულ კონცერტს თუ ტურნეს აერთიანებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
"ბერმუხას" მიღებული აქვს უამრავი ჯილდო და სიგელი. მათ შორის ლირიული სიმღერის ფესტივალ "სულიკოს" გრანპრი. მუსიკალურ ჯგუფს გამართული აქვს კონცერტები ისრაელსა და ლიეტუვაში. ანსაბლისთვის სიმღერები აქვთ შექმნილი ისეთ ცნობილ და პოპულარულ ქართველ კომპოზიტორებს როგორიც არიან მაცაცო სებისკვერაძე და ნუნუ გაბუნია. ასევე გახლდათ ვაჟა აზარაშვილი. საიუბილეო საღამოზე შედგა კახა ცაბაძის სიმღერის "ოდა" - ს პრემიერა, რომელიც კომპოზიტორმა ზესტაფონს მიუძღვნა საჩუქრად. სიმღერის ტექსტის ავტორი გახლავთ თამარ გველესიანი.

ანსაბლი "ბერმუხა" რვა წევრს აერთიანებს. ანსამბლის შვიდი წევრი "ზესტაფონის საპატიო მოქალაქის" სტატუსს ატარებს.

საიუბილო საღამოს უამრავ სტუმართან ერთად ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი და საქართველოს პარლამენტის წევრი, ბეჟან წაქაძე ესწრებოდნენ. მათ მადლობა გადაუხადეს ანსამბლის წევრებს, ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი ღვაწლისთვის და ფულადი ჯილდოები გადასცეს