ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერიამ საახალწლო ამანათების დარიგება დაიწყო



მერიის სადღესასწაულო ამანათს სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე 1000 - მეტი პირი მიიღებს. სასაჩუქრე ნაკრები ოჯახებს, მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა, მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მიუტანეს და დამდეგი დღესასწაულები მიულოცეს.

მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით სადღესასწაულო ამანათები დაურიგდათ სათნოების სახლ "კათარზისს" და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ "ორიონს".

"მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ტრადიციული სოციალური აქციის განხორციელება დავიწყეთ. შევარჩიეთ ისეთი ოჯახები, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა და მზრუნველობა ყველაზე მეტად სჭირდებათ. სასაჩუქრე ამანათებში წარმოდგენილია როგორც საკვები პროდუქტები, ასევე სხვადასხვა დასახელების ტკბილეული. მივულოცავ დამდეგ შობა - ახალ წელს თითოეულ ოჯახს მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ", - ვასილ გველესიანი

საახალწლო ამანათების დარიგების პროცესი გრძელდება და მას ეტაპობრივად შესაბამისი მიზნობრივი ჯგუფები მიიღებენ.