ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონში ოთხი საბავშვო ბაღი შენდება



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მუნიციპალიტეტში ოთხ საბავშვო ბაღს აშენებს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სოფელ ძირულაში, ფუთში, ალავერდსა და ცხენთაროში შენდება.

საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა - ლევან ზალკალიანმა, მუნიციპალიტეტის მერთან - ვასილ გველესიანთან, საკრებულოს თავმჯდომარე- ვახტანგ ღამბაშიძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.


ახალ საბავშვო ბაღებში მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, შიდა და გარე სივრცეები, ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 50 ბავშვზეა გათვლილი.

საბავშვო ბაღების მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბაღის აღსაზრდელები სკოლამდელი განათლების მიღებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ შენობებში მიიღებენ