31 დეკემბერს, ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე ს..
2024-12-31
ზესტაფონში აუტიზმისა და ბავშვთა რეაბილიტაციის..
2024-12-30
ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრმა ..
2024-12-28
ზესტაფონის მერია საახალწლო საქველმოქმედო აქციას აგრძელებს
მუნიციპალიტეტის მერმა - ვასილ გველესიანმა, მოადგილე - მალხაზ შერგელაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დამდეგი შობა - ახალი წლის დღესასწაულები უფასო სასადილოს ბენეფიციარებს, მოწყვლად ბავშვთა ოჯახებს, უსინათლოთა საზოგადოების და მზრუნველობამოკლებულ პირთა ორგანიზაცია - "ცხოვრების მეგზურის" წარმომადგენლებს მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
"მუნიციპალიტეტის მერია ტრადიციულ საქველმოქმედი აქციას აგრძელებს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ თანადგომა გამოვხატოთ სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული ადამიანების მიმართ. ამ აქციის მიზანიც სწორედ ეს არის", ვასილ გველესიანი
მერიის სადღესასწაულო ამანათს სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე 1000 - ზე მეტი პირი მიიღებს