31 დეკემბერს, ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე ს..
ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრმა ..
ზესტაფონის მერია საახალწლო საქველმოქმედო აქცი..
ზესტაფონში აუტიზმისა და ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი - "ნაიო" გაიხსნა
"ნაიო" - ს ფილიალი ზესტაფონში ცენტრის ხელმძღვანელმა - ზაზა პატარიძემ მუნიციპალიტეტის მერთან - ვასილ გველესიანთან ერთად გახსნა.
სარეაბილიტაციო ცენტრში ბენეფიციარები პირველ ეტაპზე კონკრეტული უფასო სახელმწიფო პროგრამებით ისარგებლებენ. დღემდე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებს საჭირო სერვისების მისაღებად სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება. როგორც მერმა განმარტა, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ შესაბამისი სერვისების მიღება ზესტაფონშიც ყოფილიყო შესაძლებელი.
რეაბილიტაციის ცენტრი ,,ნაიო" 1997 წელს დაარსდა. მისი შექმნის მიზანი იყო თანამედროვე ევროპული და ამერიკული სერვისები მიეწოდებინა დასავლეთ საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის. წლების განმავლობაში ცენტრი იყო ერთადერთი მსგავსი ტიპის დაწესებულება დასავლეთ საქართველოში. დღევანდელი მონაცემებით ცენტრში მაღალკვალიფიციური სერვისით სარგებლობს 700-ზე მეტი ბავშვი. ცენტრს გააჩინა 3 ფილიალი (ზესტაფონში, ტყიბულში და ხონში) და ასრულებს შემდეგ პროგრამებს: აბილიტაცია-რეაბილიტაციისა და ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო ქვეპროგრამები, ქუთაისის მერიის აუტიზმის რეაბილიტაციის პროგრამა, ასევე ხონის, ტყიბულისა და წყალტუბოს მერიის ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამები. ცენტრში დასაქმებულია 130-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი.
ცენტრი არის ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური რეაბილიტაციის ფაკულტეტის სასწავლო ბაზა, ასევე არის საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის კოლეჯის სპორტული მასაჟის მიმართულების სასწავლო ბაზა