ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება!

 

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა დაიწყო.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში  "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად   მოსახლეობის საერთო კრებები  6 თებერვლიდან - 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

სოფლის კრებები  მუნიციპალიტეტის  60 სოფელში გაიმართება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი მცირე პროექტების დასაფინანსებლად 832 000 ლარს მიიღებს.

დასაფინანსებელი პროექტები:
➡️ სასმელი წყლის  სისტემები ( მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენი, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები და ა. შ)
➡️ სარწყავი სისტემები;
➡️ სანიაღვრე არხები;
➡️ ნაპირსამაგრი სამუშაოები;
➡️ გზები და გზისპირა მოსაცდელები; 
➡️ ხიდები, ცხაურები, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები;
➡️ გარე განათება;
➡️ სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
➡️ ამბულატორიის შენობები;
➡️ სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
➡️ სკვერები, მათ შორის საბავშვო სკვერები- შესაბამისი ინვენტარით. სარეკრეაციო სივრცეებით, სველი წერტილებით და შესაბამისი ინვენტარით;
➡️ წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარით;
➡️ სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა;