ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გრძელდება.

 

ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები დღეს ძირულის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართა. შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საერთო კრებებზე, მოსახლეობასთან კონსულტაციების შემდეგ პრიორიტეტულ პროექტთა შორის შეირჩა:

საუბნო გზებისა და წყალსადენი სისტემების რეაბილიტაცია, სასაფლაოს შემოღობვა, გარე განათებების მოწყობა.

მოსახლეობასთან შეხვედრები ხვალ, 11 თებერვალს როდინაულის, მეორე სვირისა და პირველი სვირის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართება.