ზესტაფონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწ..
2025-03-03
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით დაზარა..
2025-03-02
დიდთოვლობას უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან ზესტაფონშ..
2025-03-02
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დასახლების საერთო კრებები დღეს როდინაულის, პირველი სვირისა და მეორე სვირის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა.
ადგილობრივების საჭიროებები მუნიციპალიტეტის მერმა - ვასილ გველესიანმა, მოადგილე - გიორგი ჯუღელმა, საკრებულოს თავმჯდომარე - ვახტანგ ღამბაშიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად მოისმინეს.
მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს შორის შეირჩა:
გარე განათებების, საუბნო გზებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობა, მინი წყალსადენების რეაბილიტაცია, სასაფლაოებისა და საძოვრების შემოღობვა, სკვერის კეთილმოწყობა.
პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვედრები 12 თებერვალს, სანახშირის, შორაპნის და ფუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართება.