ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზესტაფონში ..
2025-06-01
31 მაისს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშ..
2025-05-31
ერთად ვუგულშემატკივროთ წლის საფეხბურთო დაპირი..
2025-05-31
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევა გრძელდება.
დასახლების საერთო კრებები სანახშირის, შორაპნის და ფუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა. შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე - ვახტანგ ღამბაშიძე ესწრებოდა.
საერთო კრებებზე პრიორიტეტულ პროექტთა შორის შეირჩა:
საუბნო გზების რეაბილიტაცია, მინი წყალსადენების, სანიაღვრე სისტემების მოწყობა - რეაბილიტაცია, განათების დამონტაჟება შორაპნის ხიდზე, მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 13 თებერვალს ბოსლევის, დილიკაურის და ზედა საქარის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართება.