ზესტაფონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწ..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით დაზარა..
დიდთოვლობას უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან ზესტაფონშ..
იმერეთის მხარის რწმუნებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ზესტაფონში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრო
იმერეთის მხარის რწმუნებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ზესტაფონში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრო
სოფლად, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად საერთო კრებები ბოსლევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართა. ადგილობრივების საჭიროებებს, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - ლევან ზალკანიანი, მუნიციპალიტეტის მერი - ვასილ გველესიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
ხმათა უმრავლესობით მოსახლეობამ პრიორიტეტულ პროექტთა შორის შეარჩია:
საფეხმავლო ხიდის მოწყობა, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, გარე განათებების დამონტაჟება.
მოსახლეობის საერთო კრებები მუნიციპალიტეტში 17 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტს 832 000 ლარი გამოეყო