ზესტაფონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწ..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით დაზარა..
დიდთოვლობას უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან ზესტაფონშ..
ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში ნუცა არდაშელიას ხსოვნის საღამო გაიმართა
საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა გაიხსენეს ქალბატონი, რომელმაც ზესტაფონის სინამდვილეში თავის კვალი დატოვა, როგორც კულტურულ - საგანმანათლებლო საქმიანობით, ასევე საქველმოქმედო და სოციალური აქტივობებით. მის სახელთან არის დაკავშირებული სოხუმის აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ჰუმანიტარულ - ეკონომიკური ინსტიტუტის დაარსება ზესტაფონში, რომელიც ორი ათეული წლის განმავლობაში ემსახურებოდა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს.
გამომსვლელებმა გაიხსენეს ნუცა არდაშელიას გზა ფხაზეთიდან - ზესტაფონამდე. აფხაზეთის ომის დროს, ნუცა არდაშელიამ დააფუძნა ქალთა ორგანიზაცია, რომელიც ასეულობით დაჭრილ ჯარისკაცს უწევდა დახმარებას. ის გახლდათ კავკასიის ხალხთა მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი, საერთაშორისო სამოქალაქო დიპლომატიის კომიტეტის წევრი, განათლების დამსახურებული მუშაკი, ღირსების ორდენის კავალერი. ნუცა არდაშელია არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და წიგნის ავტორი გახლდათ. 2011 წელს მას "იმედის გმირის" წოდება მიენიჭა. ნუცა არდაშელია 2020 წლის ნოემბერში გარდაიცვალა.
ღონისძიებას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი- ვასილ გველესიანი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.