ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.



სტიქიის ზონიდან დღეს 51 წლის მამაკაცი გამოიყვანეს, რომელსაც გადაუდებელი სასწრაფო - სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. პაციენტი ჰოსპიტალიზებულია.

სამაშველო ოპერაციაში შსს, თავდაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო ჩართული. სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად სამაშველო ოპერაციაში ადგილობრივი მოსახლეობაც იღებდა მონაწილეობას.

სამაშველო ოპერაცია სოფელ წიფლავაკეში განხორციელდა, რომელიც დიდთოვლობის გამო იყო მოწყვეტილი გარე სამყაროს. ადგილზე იმყოფებოდნენ ზესტაფონის მერი - ვასილ გველესიანი, მოადგილე -მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე - ვახტანგ ღამბაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს