ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერმა სხვადასხვა სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის ქალბატონები დააჯილდოვა

ვასილ გველესიანი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალბატონებს შეხვდა, დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა. მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად სამადლობელი სიგელები გადასცა.

"მარტი განსაკუთრებული თვეა, ის ულამაზეს დღესასწაულებს აერთიანებს, ჩვენ კი გვაძლევს შესაძლებლობას გამოვხატოთ პატივისცემა ქალბატონების მიმართ. მივულოცავ ყველა ქალს, განსაკუთრებით კი ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებს. წარმატებებს ვუსურვებ მათ პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში" , - ვასილ გველესიანი

ღვაწლმოსილ ქალბატონებთან შეხვედრა მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერიისა და ვეტერანთა რაიონული ორგანიზაციის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა