ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ახალგაზრდულ - ლიტერატურული პროექტის " წიგნების თარო" - ს გამარჯვებული მუნიციპალიტეტის მე - 7 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.

ინტელექტუალური კონკურსი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა, სადაც მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლები იღებდნენ.

პროექტის მონაწილე და გამარჯვებულ გუნდებს მუნიციპალიტეტის მერმა - ვასილ გველესიანმა, მოადგილე - მალხაზ შერგელაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან ერთად სიმბოლური საჩუქრები და სამადლობელი სიგელები გადასცა.

პროექტში მონაწილე გუნდებს შორის მეორე ადგილი მე - 4 საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა მოიპოვეს. მესამე ადგილი კი ქვედა საზანოს პირველი საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდულმა მრჩეველთა საბჭომ პროექტი, საქართველოს ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოების ასოციაცია და ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში განახორციელა და ის ლიტერატურული ცოდნის ამაღლებას ემსახურება ახალგაზრდებში