ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის..
2026-02-06
ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ და ადგილო..
2026-01-01
ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა ..
2026-01-01
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი სოციალური აქცია გრძელდება
ამანათები ამჯერად კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვებმა და სარეაბილიტაციო ცენტრ - "ორიონის" წარმომადგენლებმა მიიღეს.
სასაჩუქრე ნაკრების დარიგების პროცესში მონაწილეობას ზესტაფონის მერი - ვასილ გველესიანი და წითელი ჯვრის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები იღებდნენ.
ამანათები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებს, ინგლისელმა მოზარდებმა უსახსოვრეს. სასაჩუქრე ნაკრებში საბავშვო აქსესუარები და სათამაშოები იყო წარმოდგენილი.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში მსგავსი სოციალური აქტივობები რეგულარულად ხორციელდება.