ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის სპორტის სასახლე კალათბურთის რეგიონულ ტურნირს მასპინძლობდა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშები გაიმართა მიხეილ სალაძის სპორტულ - გამაჯანსაღებელ ცენტრში. მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი იღებდა. ოლიმპიადის ფინალურ შეხვედრებს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა - ვასილ გველესიანმა, მერიისა და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა არის ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია. მისი ისტორია 2015 წლიდან იწყება. სწორედ ამ წელს გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პირველი თამაშები, რომლის დასკვნით ეტაპს ანაკლიის მომავლის ბანაკმა უმასპინძლა. ამ დროიდან სასკოლო სპორტული ოლიმპიადა უკვე ყოველწლიურად იმართება საქართველოს ყველა რეგიონში და მოიცავს მუნიციპალური, რეგიონული, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თამაშებისა და დასკვნითი თამაშების ეტაპებს.