ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის..
2026-02-06
ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ და ადგილო..
2026-01-01
ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა ..
2026-01-01
მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ღონისძიება - "მადლობა მასწავლებელო" გაიმართა
მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანებამ სკოლამდელი განათლების პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნა. მადლობა გადაუხადეს ყველა მოქმედ პედაგოგს და გაიხსენეს ის ადამიანები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების განვითარებაში.
ღონისძიებას სკოლამდელი განათლების პედაგოგებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი - ვასილ გველესიანი, მოადგილე - მალხაზ შერგელაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"სკოლამდელი აღზრდა უმნიშვნელოვანესია ყველა ადამიანის ცხოვრებაში. ის ადამიანები, კი რომლებიც ამ პროფესიას ემსახურებიან განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ"- ვასილ გველესიანი
ღონისძიებაში მონაწილეობას სხვადასხვა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებიც იღებდნენ.