2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლები..
მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში..
საგარეუბნო მატარებელმა, მარშრუტით ქუთაისი - ს..
ქალაქ ზესტაფონში მულტიფუნქციური ახალგაზრდული ჰაბი აშენდება
ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის CESL - ის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდული მულტიფუნქციური ჰაბის მოწყობის იდეით მონაწილეობა მიიღო.
პროექტს ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მუნიციპალიტეტს მიეცა შესაძლებლიბა განახორციელოს პროექტი, რომლის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ქალაქის ურბანული განახლება.
პროექტის განხორციელების ლოკაციად ერთობლივი კონსულტაციებით არჩეულ იქნა აღმაშენებლის ქ N 4 ა -ს ტერიტორია. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ, ჰაბის მშენებლობისთვის, საპროქტო სამშენებლო დოკუმენტაცია საჩუქრად გადმოეცა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას.
აღნიშნული სამშენებლო პროექტის ღირებულება შეადგენს 1 329 217 ლარს, საიდანაც 800 000 ლარი წარმოადგენს საგრანტო ინვესტიციას, ხოლო მუნიციპალიტეტის მხრიდან თანადაფინანსება 529 217 ლარია.
სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს სს „სამშენებლო საწარმო იმერეთი“, რომელთან ხელშეკრულება გამოცხადებულ სატენდერო კონკურსში გამარჯვების შემდეგ გაფორმდა.
GIZ-თან დადებული ხელშეკრულების თანახმად სამშენებლო სამუშაოები სექტემბრის თვეში დასრულედება. პროექტის, „ახალგაზრდული მულტიფუნქციური ჰაბი“, მიზანია მუნიციპალიტეტის ცენტრის, როგორც ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო მიზიდულობის არეალის განვითარება და ქალაქის სოციალურ-კულტურული როლის გაძლიერება.
ახალგაზრდულ მულტიფუნქციურ ჰაბს ექნება რეგიონული დანიშნულება. მოსაზღვრე ექვს მუნიციპალიტეტში მსგავსი მასშტაბის სივრცე არ არსებობს და ეს იქნება შესაძლებლობა, ამ მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა შეხვედრების, კონფერენციების, ფესტივალების და ა.შ. ორგანიზება-ჩატარების. ასევე ჰაბი გააფორმებს მემორანდუმებს სხვადასხვა სასწავლებლებთან და მათთან შეთანხმებით მოაწყობს ღია კარის დღეებს, პოპულარიზაციას გაუწევს სხვადასხვა პროფესიებს, განსაკუთრებით ისეთ პროფესიებს, რომლებზეც მოთხოვნა, მაღალია ადგილობრივ შრომის ბაზარზე.
ამ პროექტთან ბმაში იგეგმება და მოხდება 9 აპრილის სკვერის განახლება, რომელიც ახლებურ სიცოცხლეს და დატვირთვას შესძენს არსებულ სკვერს.