ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა

ამ დღესთან დაკავშირებით აუტიზმისა და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის - "ნაიო" - ორგანიზებით, შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ცენტრის აღსაზრდელებმა მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს. მოეწყო მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.

ღონისძიებას ზესტაფონის მერი - ვასილ გველესიანი ესწრებოდა. როგორც მერმა განმარტა, "ნაიო" თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის მუნიციპალიტეტში და ყველა იმ სერვისს მიაწოდებს საზოგადოებას, რომელიც დღემდე არ იყო რეგიონში.

"ჩვენი ორგანიზაცია ყოველ წელს აღნიშნავს ამ დღეს და მისი მიზანია საზოგადოებაში აუტიზმის შესახებ ცნობადობს გაზრდა და აუტისტურიი სპექტრის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა. ხვალიდან ჩვენი ორგანიზაცია ზესტაფონში ოფიციალურად იწყებს ფუნქციონირებას, რომელიც დაიწყებს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო მომსახურებას, ასევე სხვა მსგავსი ტიპის დარღვევის მქონე ბავშვების აბილიტაცია/რეაბილიტაციას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში."- ზაზა პატარიძე - ცენტრის ხელმძღვანელი

რეაბილიტაციის ცენტრი "ნაიო" მუნიციპალიტეტში 2024 წლის დეკემბრის თვეში გაიხსნა