ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზესტაფონში ..
31 მაისს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშ..
ერთად ვუგულშემატკივროთ წლის საფეხბურთო დაპირი..
ზესტაფონის ხელოვნების სკოლა ქართული კლასიკური მუსიკის ეროვნულ კონკურსს მასპინძლობს
ფესტივალი ,,ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები" სტუმრობდა ქართული კლასიკური მუსიკის მე- 9 ეროვნულ კონკურსს ზესტაფონში,რომლის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა ე. შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლაში.
ფესტივალ ,,ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები" -ის დამფუძნებელია პიანისტი,მუსიკოსი,თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი თათა ლიჩელი, რომლის ირგვლივ გაერთიანდნენ საქართველოში მოღვაწე მუსიკოს- შემსრულებლები.
"ქართული მუსიკის საღამოები" 2024 წელს ჩატარდა თბილისსა და გორში საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიისა და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ხელშეწყობით.
ზესტაფონში გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები, პიანისტები ვალერიან შიუკაშვილი,თათა ლიჩელი,ნათია ქავთარაძე,დათუნა ალადაშვილი,ლიზი რამიშვილი( ჩელო), გოჩა დათუსანი( ვოკალი), გიორგი ხაინდრავა( ვიოლინო) და ნოდარ მდივანი(კლარნეტი)
კონცერტზე შესრულდა ქართველ კომპოზიტორთა პოპულარული ნაწარმოებები.
ზესტაფონის ხელოვნების სკოლა მე- 3 წელია მასპინძლობს ქართული კლასიკური მუსიკის ეროვნულ კონკურსს,რომლის დამფუძნებელია პიანისტი,საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი,მუსიკოსი,ქართული მუსიკის კონკურსის ჟიურის თავჯდომარე - ვალერიან შიუკაშვილი,რომელმაც მაყურებელს წარუდგინა კომპეტენტური ჟიური:
ირინა ხერჟ
ნინო გურევიჩი
გოჩა დათუსანი
გიორგი ხაინდრავა.
კონკურსის მიზანია ქართული მუსიკის პოპულარიზაცია რეგიონებში და ნიჭიერი ახალგაზრდა შემსრულებლების ახალ ასპარეზზე გამოსვლა.
საღამოს ესწრებოდნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი - ვასილ გველესიანი და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები. მერი ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის მხარდამჭერიიცაა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია.