ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზესტაფონში ..
2025-06-01
31 მაისს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშ..
2025-05-31
ერთად ვუგულშემატკივროთ წლის საფეხბურთო დაპირი..
2025-05-31
საგრანტო კონკურსების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო!
ახალგაზრდობის სააგენტოს გუნდი, კამპანიის ფარგლებში, ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა და მიმდინარე საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, საგრანტო კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ. ყურადღება გამახვილდა პროექტის შემუშავების ძირითად პრინციპებსა და პროცედურების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა, წარმატებები უსურვა ახალგაზრდებს და თვითმმართველობის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა საჭიროების შემთხვევაში.