ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

სოფელ კვალითში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რეგიონული განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, სოფელ კვალითში (სალეჟაოს უბანი) ხუთი საუბნო ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. არმირებული ბეტონის საფარი 1300 მეტრამდე მონაკვეთზე მოეწყობა.

ინფრასტრუქტურული პროექტის მონიტორინგი მუნიციპალიტეტის მერმა - ვასილ გველესიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელა.

აღნიშნული საუბნო გზებით, ყოველდღიურ რეჟიმში 500 - ზე მეტი ადამიანი სარგებლობს. პროექტის ღირებულება 406 339 ლარია. სატენდერო ვალდებულებით გზების რეაბილიტაციას შპს "." ასრულებს.