ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის “მარგვეთმა” იმერულ დერბიში ტყიბულის “ორბი” 101 : 92 დაამარცხა!

სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრას, უამრავ გულშემატკივართან ერთად მუნიციპალიტრტის მერი -ვასილ გველესიანი, ასევე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი -დავით ჩერქეზიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, რომლის შემდეგაც უმაღლესი ლიგის მონაწილე 11 გუნდი ცხრილში საბოლოოდ გადანაწილდება.

გაირკვევა 8 საუკეთესო გუნდი, რომლებიც საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებენ, ის გუნდიც, რომელიც ლიგაში ადგილს საკვალიფიკაციო რაუნდში დაიცავს და ისიც, ვინც პირდაპირ დატოვებს სუპერლიგას.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ -აკოლ მავეინი (55) სუპერლიგის, თებერვლის თვის, საუკეთესო კალათბურთელად დაასახელა
საპატიო პრიზი კალათბურთელს, მატჩის დაწყებამდე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა გადასცა.