ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზესტაფონში ..
31 მაისს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშ..
ერთად ვუგულშემატკივროთ წლის საფეხბურთო დაპირი..
ქართული კლასიკური მუსიკის IX ეროვნული კონკურსი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დასრულდა
ზესტაფონის ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლა, უკვე მესამედ, ქართული კლასიკური მუსიკის ეროვნული კონკურსის მასპინძელი გახლდათ.
კონკურსში მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონის 16 ქალაქის, 26 სამუსიკო სკოლის 187 მოსწავლე იღებდა.
საკონკურსო პროგრამის მიხედვით გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები სხვადასხვა ნომინაციებში: -დოდო ცინცაძის სახელობის სტიპენდიანტები, ელდარ შალამბერიძისა და რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლების მიერ დაწესებული პრიზების ნომინანტები.
ფესტივალის გრანპრი ჟიურის გადაწყვეტილებით, ზესტაფონის რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის მოსწავლეს -კესო თუთბერიძეს და რუსთავის ახალგაზრდულ გუნდ - "თუთარჩელა" - ს გადაეცა.
ასევე დაჯილდოვდნენ პედაგოგები, -საუკეთესო პედაგოგის წოდებით; მოსწავლეები, -უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებების საუკეთესოდ შესრულებისთვის.
დაჯილდოების ცერემონიას მუნიციპალიტეტის მერი -ვასილ გველესიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მერმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს, მონაწილეებს, პედაგოგებს და მშობლებს,
-ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისათვის გაწეული შრომისთვის.
კლასიკური მუსიკის კონკურსი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, საქვეყნოდ აღიარებული პიანისტის, საერთაშორისო კინკურსების ლაურეატის -ვალერიან შიუკაშვილის ინიციატივით და მუნიციპალიტეტის თვითმართველობის ხელშეწყობით, მე-3-ედ გაიმართა.