ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის..
2026-02-06
ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ და ადგილო..
2026-01-01
ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა ..
2026-01-01
ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში დედაენის დღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა ისაუბრეს ქართული ენის დანიშნულებასა და ისტორიაზე. გაიხსენეს 1978 წლის მოვლენები, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა, რათა საკუთარი თვითმყოფადობისა და იდენტობის საფუძველი დაეცვათ.
ღონისძიებაში მონაწილეობას კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული ბავშვთა შემოქმედებითი ჯგუფები, ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლი "მართვე" იღებდა.
კულტურის ცენტრში გამართულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი - ვასილ გველესიანი და მოადგილე - მალხაზ შერგელაშვილი ესწრებოდნენ.