ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერიამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო ამანათების გაცემა დაიწყო

მერიის სააღდგომო ამანათი სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე 500 - მდე ოჯახს დაურიგდება.

სადღესასწაულო ამანათების დარიგებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის მერი - ვასილ გველესიანი და საკრებულოს თავმჯდომარე - ვახტანგ ღამბაშიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იღებდნენ. მერმა მოსახლეობას აღდგომის მოახლოებული დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მსგავსი სახის სოციალურ აქტივობებს ინტენსიურად ახორციელებს.

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, სასურსათო პაკეტები და სხვადასხვა დასახელების ტკბილეული პროდუქტი სათნოების სახლ "კათარზისს", ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ "ორიონს" , "ცხოვრების მეგზურს" , ვეტერანთა კავშირს და უფასო სასადილოს ბენეფიციარებს დაურიგდებათ.