ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

წიგნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წიგნების პრეზენტაცია გაიმართა

მე - 7 საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის წევრებმა - "წიგნის მასპინძლები" ორი მწერლის ლინდა მალალი ჰანთის და ოსკარ უაილდის ნაწარმოებების პრეზენტაცია მოაწყვეს.

ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეკრებილ აუდიტორიას წიგნის საერთაშორისო დღე მუნიციპალიტეტის მერმა - ვასილ გველესიანმა მიულოცა და ახალგაზრდებს წიგნის როლსა და დანიშნულებაზე ესაუბრა.

ვასილ გველესიანი საკრებულოს თავმჯდომარე - ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად sos ბავშვთა სოფელსაც ესტუმრა და წიგნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მხატვრული ლიტერატურა გადასცა საჩუქრად.

23 აპრილი, როგორც წიგნის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან აღინიშნება. სწორედ 1995 წელს იუნესკოს ეგიდით გამართულ კონფერენციაზე გადაწყდა, რომ მსოფლიო მასშტაბით პატივი მიეგოთ წიგნებისა და მათი ავტორებისათვის. ამ ინიციატივის მიზანი ასევე ლიტერატურის პოპულარიზაცია და კითხვის წახალისება იყო