ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის..
ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ და ადგილო..
ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა ..
მუნიციპალიტეტის მერია გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ერთდროულად რამდენიმე მისამართზე ახორციელებს
რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საუბნო გზების მოწყობა სოფელ არგვეთასა და ზედა საქარაში მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი ზესტაფონის მერმა - ვასილ გველესიანმა, მოადგილე გიორგი ჯუღელთან, საკრებულოს თავმჯდომარე - ვახტანგ ღამბაშიძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელა.
რეაბილიტაციის ფარგლებში საუბნო გზებზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყობა.
სოფელ არგვეთაში რეკონსტრექციას გზის ერთ კილომეტრიანი მონაკვეთი ექვემდებარება, რისთვისაც 216 054 ლარი დაიხარჯება. საუბნო გზით ყოველდღიურ რეჟიმში 200 - მდე ადამიანი სარგებლობს. ადგილობრივი მოსახლეობა სასოფლო გზით სამ უბანს უკავშირდება.
ზედა საქარაში რეაბილიტაცია გზის 1 კმ- მდე მონაკვეთს ჩაუტარდება. პროექტი 412 421 ლარით არის დაფინანსებული. სასოფლო გზით ყოველდღიურ რეჟიმში 100 - ზე მეტი ადგილობრივი სარგებლობს.
სატენდერო ვალდებულებით გზების მოწყობის სამუშაოებს შპს "Georgian Build" ახორციელებს.