ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ადრეული და სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე და პოზიტიური მშობლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნათ, რომელიც ზესტაფონის გაერთიანების ხელმძღვანელმა
ზოია ლელაძემ გახსნა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს წარმომადგენელმა, მარიამ ჩიბუხაშვილმა, ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე, მშობლისა და აღმზრდელის საერთო მიზანზე, ბავშვის უფლებების დაცვასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

პრეზენტაციას
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების სამსახურის წარმომადგენლები და საბავშვო ბაღების საკონსულტაციო საბჭოს წევრი მშობლები, საბავშვო ბაღის მენეჯერები, მეთოდისტები და აღმზრდელ-პედაგოგები ესწრებოდნენ.

შეხვედრა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა.