ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და Pascal STEAM Community-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რობოტიკისა და პროგრამირების მიმართულებით კონკურსი ცხადდება.

პროგრამის ფარგლებში, 10 - დან 15 წლამდე ასაკის 30 მოზარდს შესაძლებლობა ექნება, გაიაროს 4-თვიანი სასწავლო კურსი STEAM მიმართულებით და მიიღოს სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა.

მოსწავლეებს სრულად დაუფინანსდებათ სწავლა და გადაეცემათ კურსის გასავლელად საჭირო ტექნიკა და მოწყობილობები.

გაკვეთილები ორი - თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან შედგება.
მოსწავლეები იღებენ თეორიულ ცოდნას ამა თუ იმ საკითხის შესახებ და შემდეგ ამ ცოდნაზე დაყრდნობით, კონკრეტული მახასიათებლებისა და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით ქმნიან - აწყობენ და აპროგრამებენ რობოტებს.
კურსის განმავლობაში მოსწავლეები ისწავლიან:

ლეგო; რობოტები და მათი მრავალსახეობები;
რობოტების მუშაობის პრინციპები;
მარტივი მექანიზმები და მოწყობილობები;
სენსორები, პლატები, დრაივერები;
ელექტროინჟინერიის საფუძვლები;
ელექტრული სქემების შექმნა;
კოდირება;
სიმულატორები;
mBlock პროგრამები mBot რობოტებისათვის
მიკროკონტროლერი Arduino;
დაპროგრამება და პროგრამირების ენები;
3D დიზაინი და ვიდეომონტაჟი.

დარეგისტრირება შეუძლიათ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 10-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებს.
მსურველებმა 14 მაისამდე უნდა შეავსონ მითითებული ბმული:
https://forms.gle/rZjREsbLp9Yvhdt28