ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზესტაფონში ..
2025-06-01
31 მაისს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშ..
2025-05-31
ერთად ვუგულშემატკივროთ წლის საფეხბურთო დაპირი..
2025-05-31
ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავი აღნიშნეს ზესტაფონში
მუნიციპალიტეტის მერმა- ვასილ გველესიანმა, მოადგილეებმა - მალხაზ შერგელაშვილმა, გიორგი ჯუღელმა და საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძემ, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა, პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომის გმირთა - ალექსანდრე ბიბილაშვილისა და სერგო კეთილაძის ბიუსტები. თამარ მეფის ქუჩაზე არსებულ სკვერში განთავსებული დიდების მემორიალი.
ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს გაიოზ გელაშვილს. გამარჯვების დღის აღსანიშნავად მადლობის სიგელი გადასცეს და მხნეობა და ჯანმრთელობა უსურვეს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს, გაიოზ გელაშვილს 2000 ლარი გადაეცა.