ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზესტაფონში ..
2025-06-01
31 მაისს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშ..
2025-05-31
ერთად ვუგულშემატკივროთ წლის საფეხბურთო დაპირი..
2025-05-31
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით ფოტოგამოფენა - კონკურსი ჩატარდება
ზესტაფონის მერიის განათლების კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, 2025 წლის 1 ივნისს ფოტოგამოფენა - კონკურსი „ფერადი ბავშვობა“ ჩატარდება.
ფოტოკონკურსში სამი საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდება. I, II და III ადგილზე გასული საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცემათ. ასევე დასაჩუქრდება კონკურსის ყველა მონაწილე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14 - დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ფოტომოყვარულებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მონაწილემ უნდა წარადგინოს ერთი ან ორი ფოტო დისკზე, ან მეხსიერების ბარათზე. შესაძლებელია ელექტრონულო ფოსტით გაგზავნაც.
ფოტოკონკურსში მონაწილეობის მისაღებად ფოტონამუშევრების წარდგენა შესაძლებელია 2025 წლის 23 მაისის ჩათვლით ზესტაფონის მერიის განათლების კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში.
მისამართი : ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული შენობა, წერეთლის ქ. N 11; ელ.ფოსტა : sopio.kopaliani@gmail.com
საკონტაქტო ტელ: 577 46 61 46