ზესტაფონში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინი..
2025-10-01
ზესტაფონის სპორტის სასახლეში -, "დელეგატის თა..
2025-09-28
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპუ..
2025-09-27
ზესტაფონში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს
ზესტაფონის მერიის ორგანიზებით, ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე კოსტიუმირებული მსვლელობა მოეწყო.
ტრადიციული, სხვადასხვა კუთხის ნაციონალური სამოსით შემოსილმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, ქვეყნის ისტორიულ – კულტურულ მემკვიდრეობა საჯაროდ გამოფინეს ქალაქის ქუჩებში
საზეიმო მსვლელობას ზესტაფონის მერი - ვასილ გველესიანი, მოადგილე - მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე - ვახტანგ ღამბაშიძე, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები შეუერთდნენ.
მსვლელობის დასრულების შემდეგ, ვარინკა მაჭავარიანი წერეთლის სახელობის თეატრონზე ქორეოგრაფიული ფასტივალი გაიმართა, რომელიც უკვე ტრადიციად დამკვიდრდა და ყოველი წლის 18 მაისს იმართება. ფესტივალში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლები იღებდნენ.
"ეროვნული სამოსის დღე იზეიმა დღეს ზესტაფონმა. საზეიმო მსვლელობას, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გაიმართა, ჩვენც შეუერთდით.
მივულოცავ ყველას ტრადიციული, ეროვნული სამოსის დღეს, რომელიც უკვე დღესასწაულად იქცა და ადასტურებს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ეროვნული ღირებულებებისადმი", ვასილ გველესიანი
ფესტივალის დასრულების შემდეგ, ვასილ გველესიანმა და ვახტანგ ღამბაშიძემ ქორეოგრაფიული ანსამბლების წარმომადგენლებს
სამადლობელი სიგელები გადასცეს.