ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში ღვაწლმოსილი ქორეოგრაფის - გივი კახნიაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა.

საიუბილეო საღამოს მუნიციპალიტეტის მერი ვასილ გველესიანი დაესწრო. მერმა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით გივი კახნიაშვილს ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
გივი კახნიაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ზესტაფონში ქორეოგრაფიის განვითარებაში. მან მოცეკვავეთა ოთხი თაობა აღზარდა.
გივი კახნიაშვილი წლების განმავლობაში იყო ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ ,,ბერმუხას'' წამყვანი ქორეოგრაფი, დაჯილდოებულია ღირსების მედლით, არის არაერთი ჯილდოს და ტიტულის მფლობელი.