ზესტაფონში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინი..
2025-10-01
ზესტაფონის სპორტის სასახლეში -, "დელეგატის თა..
2025-09-28
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპუ..
2025-09-27
ზესტაფონში, აჯამურის დასახლებაში ახალი სპორტული მოედანი მოეწყო.
ახლადგახსნილი საფეხბურთო მოედანი მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
სტადიონის მოსაწყობად თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტის ღირებულება 106 372 ლარია.
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის ფარგლებში მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული მოედნების მშენებლობა - რეაბილიტაცია. აჯამურის დასახლებასთან ერთად, სპორტული მოედანი მოეწყო ქვედა საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულშიც, სოფელ შიმშილაქედში.