ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად შორაპნის ისტორიულ ციხეზე სახელმწიფო დროშა აღიმართა

ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა ზესტაფონში ტრადიციულად შორაპნის ციხიდან დაიწყო. მოეწყო საზეიმო მსვლელობა, რომელშიც მუნიციპლიტეტის მერი ვასილ გველესიანი, მოადგილეები- გიორგი ჯუღელი და მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე ყველას გვაერთიანებს და განსაკუთრებული სიხარულით გვავსებს. ჩვენი მუნიციპალიტეტი უერთდება ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს, რომელიც მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება", - განაცხადა ვასილ გველესიანმა.
სახელწიფო დროშის აღმართვის შემდეგ, შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.