ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზესტაფონში ..
2025-06-01
31 მაისს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშ..
2025-05-31
ერთად ვუგულშემატკივროთ წლის საფეხბურთო დაპირი..
2025-05-31
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ზესტაფონის მერიის ორგანიზებით, საზეიმო, კულტურული და სპორტული ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.
გაიმართა ტრადიციული ტურნირი, ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში. ფალავნის ტუტულის მოსაპოვებლად გამართულ ორთაბრძოლებში, ორ ასაკობრივ კატეგორიაში, 60 მოჭიდავე მინაწილეობდა. უფროს ასაკში, პროფესიონალ სპორტსმენთა შორის ფალავნის ტიტული უჩა ტაბატაძემ მოიპოვა. მოსწავლეთა შორის კი გამარჯვებული ლუკა ქველაძე გახდა.
სპორტულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი- ვასილ გველესიანი, მოადგილეები - გიორგი ჯუღელი, მალხაზ შერგელაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე- ვახტანგ ღამბაშიძე ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტსმენებს და შეკრებილ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.